ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლების
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
ლენა კაპატაძე
მათემატიკის მასწავლებელი:
ლელა ტყეშელაშვილი
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პრაქტიკული კვლევის ანგარიში
,, მოსწავლეებში დაწყებით საფეხურზე საშინაო
დავალებით გამოწვეული პრობლემები და მათი
გაუმჯობესების გზები “
2018
1
სარჩევი
შესავალი
------------------------------------------------------------------------------------ 3 თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა ------------------------------------------------ 3 1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ ---------------------------------------------- 3 1.2. პრობლემის იდენტიფიცირება ------------------------------------------------------ 4 1.3. საკვლევი საკითხის აქტუალობა ---------------------------------------------------- 7 1.4. კვლევის მიზანი --------------------------------------------------------------------- 7 1.5. კვლევის სტრუქტურა ---------------------------------------------------------------- 8 1.6. ძირითადი დასკვნები ---------------------------------------------------------------- 8 თავი II. პრაქტიკული კვლევის არსი ------------------------------------------------ 9 თავი III. ლიტერატურა --------------------------------------------------------------- 10 3.1. ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------------------------- 10 თავი IV. კვლევის დიზაინი --------------------------------------------------------- 24 4.1. საკვლევი საკითხის კითხვები ------------------------------------------------------ 24 4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------------------------ 25 4.3. კვლევის მეთოდები ------------------------------------------------------------------- 26 4.4. კვლევის ვადები ----------------------------------------------------------------------- 26 თავი V. კვლევის შედეგები ----------------------------------------------------------- 27 5.1. მონაცემების ანალიზი ---------------------------------------------------------------- 27 5.2. ძირითადი მიგნებები ----------------------------------------------------------------- 32 5.3. ინტერვენციები ------------------------------------------------------------------------ 33 თავი VI. ინტერვენციების შეფასება ------------------------------------------------- 36 6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები -------------------------------------------- 36 6.2. ინტერვენციების შეფასება ----------------------------------------------------------- 38 თავი VII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები ------------------------- 41 7.1. რეკომენდაციები ---------------------------------------------------------------------- 41 7.2. კვლევის ნაკლოვანებები ------------------------------------------------------------- 42 თავი VIII. დასკვნა --------------------------------------------------------------------- 43 ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------------------------- 44 რეფლექსია --------------------------------------------------------------------------------- 45 დანართი ------------------------------------------------------------------------------------ 46
2
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების შესრულების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება.
ნაშრომი შედგება რვა თავისაგან; I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის შესახებ, პრობლემის იდენტიფიცირებას, საკვლევი საკითხის აქტუალობას, კვლევის მიზანს, სტრუქტურასა და ძირითად დასკვნებს. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა, IV თავში კვლევის დიზაინია განხილული, რომელიც მოიცავს საკვლევი საკითხის კითხვებს, კვლევის სამიზნე ჯგუფს, მეთოდებსა და ვადებს. V თავი ეხება კვლევის შედეგებს (მონაცემთა ანალიზი, ძირითადი მიგნებები, ინტერვენციები) VI მოიცავს ინტერვენციების მეთოდებსა და შეფასებას VII თავში მოცემულია რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები VIII თავში გაკეთებულია დასკვნა. კვლევის ანგარიში ასევე მოიცავს ბიბლიოგრაფიას, დანართებსა და რეფლექსიას
თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლა სწავლებას ახორციელებს
სამივე (დაწყებითი-საბაზო-საშუალო) საფეხურზე. სკოლაში დასაქმებულია 29 მასწავლებელი,
რომელთაგან 7 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. მასწავლებლები პერიოდულად
გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით მეტ-ნაკლებად
ხარისხიანად წარმართონ სწავლა–სწავლების პროცესი. სკოლაში თანამშრომლობითი გარემოა
შექმნილი. მასწავლებლები მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკის
მაგალითებს, ასევე ხშირად ვმსჯელობთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე და
ურთიერთდასწრებითა თუ ერთობლივად შექმნილი საგაკვეთილო გეგმებით ვიბრძვით
პრობლემების აღმოსაფხვრელად.
3
1.2. პრობლემის იდენტიფიცირება
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის დაკვირვებით საშინაო დავალებების შესრულებისადმი
ინტერესი მოსწავლეებში დაწყებით საფეხურზევე ნელდება. ჩემი აზრით ეს სწორედ ის ასაკია,
სადაც მოსწავლეებს სწორი დამოკიდებულებები უნდა განუვითარდეთ საკუთარი
პასუხისმგებლობისა და მოვალეობების მიმართ. სხვადასხვა ტიპის, სირთულის, შინაარსის ან
მოცულობის საშინაო დავალების მიცემაც მიცდია. როგორც ვამჩნევ, ისინი დიდი ხალისით არ
უდგებიან ამ სამუშაოს შესრულებას. გარდა იმისა, რომ ხანდახან უბრალოდ შეუსრულებელი
აქვთ დავალება, ცალკე თემაა შესრულების ხარისხი. ხშირად ვმსჯელობთ კოლეგები ამ
პრობლემის ირგვლივ და ჩემი აზრით კარგი იქნებოდა თუ მას უფრო ღრმად შევისწავლით.
სწორედ ამ პრობლემის გარშემო ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე ჩემი და ჩემი კოლეგის
პრობლემა და ინტერესი სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ საერთო აღმოჩნდა. ჩვენი
ინტერესის სფეროა საშინაო დავალებების მიცემის სიხშირე, სირთულე, მოცულობა და ა. შ.
პრობლემა, რომელიც ჩემ გაკვეთილებზე იჩენს თავს მეტ დაფიქრებას საჭიროებს. ძირითადად
პრობლემა შემდეგი ხასიათისაა:
ქართული -- ეროვნული სასწავლო გეგმა
მიმართულება: წერა
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა.
ქართ. V. 15. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება
და მართლწერის ნორმების დაცვა.
დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. მოსწავლემ უნდა
შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-
ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და
ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. კერძოდ:
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
4
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
ესგ- დან გამომდინარე სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეს დაწყებით საფეხურზე
შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა და ფუნქციური სტილის არჩევა, შეუ ძლია
და მოეთხოვება:
• გადაწერა;
• კარნახით წერა;
• სხვადასხვა სახის ტექსტის შედგენა - შეთხზვა;
• შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
• შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვების გამოყენებით.
• თხრობის გეგმის შედგენა;
• ესე-ს დაწერა;
• მცირე ზომის თხზულების დაწერა...
მათემატიკა --ეროვნული სასწავლო გეგმა
როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლის შეფასების
მიზანი სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს. სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული
მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ
შეფასებაში იწერება ქულა. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით
ხუთი დონის მიხედვით: დაბალი (1-2), საშუალოზე დაბალი (3-4), საშუალო (5-6), საშუალოზე
მაღალი (7-8), მაღალი (9-10). სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი
კომპონენტის მიხედვით:
5
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
• ტექსტურ ამოცანასთან დაკავშირებული ღია ან დახურული (რამდენიმე შესაძლო პასუხს
შორის სწორი პასუხის შერჩევა, შესაბამისობის დამყარება, სწორი თანმიმდევრობით
დალაგება) ტიპის დავალება;
• ტექსტის წაკითხვა და მონაცემთა (გამოთვლების ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე)
მიღებული დასკვნის გადმოცემა და დასაბუთება (მათ შორის ისეთი ტექსტის, რომელიც
შეიცავს დიაგრამებს და ცხრილებს);
• განტოლების ამოხსნა, ასოითი გამოსახულების გამარტივება, რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის გამოთვლა;
• მრავალნიშნა რიცხვის გამრავლება ორნიშნა, სამნიშნა და ა.შ.
• მონაცემის შეგროვება და ანალიზი, ცხრილებით, დიაგრამებით მონაცემების წარმოდგენა
და კლასიფიკაცია;
• პიქტოგრამებით მონაცემთა ცხრილის წარმოდგენა;
• გეომეტრიული ამოცანა, რომელშიც მოსწავლეს მოეთხოვება ფიგურის თვისებების
დადგენა, ზომების განსაზღვრა, ფიგურის აგება;
• ამოცანა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე მოსწავლეს
მოეთხოვება მოცემული ფაქტის დასაბუთება ანუ არყოფა (მაგალითად, თეორემის
დამტკიცება). ”(ესგ, 2011-2016წ.წ, საგნობრივი სტანდარტი მათემატიკაში).
მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება ამ პრობლემის შესახებ კოლეგების, თავად მოსწავლეების,
დარგის სპეციალისტების აზრის გაგება, ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ვიცოდე თანამედროვე
სწავლების ტენდენციები აღნიშნული მიმართულებით, რომელსაც საბოლოო სახით
წარმოვადგენთ ჩვენი პედაგოგიური კვლევის ანგარიშში..
6
საკვლევი საკითხის აქტუალობა
კვლევის ჩატარებამდე საჭიროა შევეხოთ საკვლევი საკითხის აქტუალობას.
მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ როგორც წესი, საშინაო დავალებებში
მოსწავლეები გაცილებით დაბალ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ზეპირი გამოკითხვებისას. ამას
ადასტურებს მუდმივი აპელირება ამ საკითხზე არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში არამედ
კოლეგებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, კონფერენციებსა თუ პირადი საუბრებისას.
ზუსტად იგივე პრობლემის შესახებ ისმოდა წინა წლებშიც. თუმცა თანამედროვე ეროვნული
სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ მოლოდინი იყო, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო,
რადგან სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული გახდა და სასწავლო პროცესის ცენტრში
მოსწავლე მოექცა თავისი უნარებითა და შესაძლებლობებით. მოსწავლის შესაძლებლობებზე
მორგებულ დიფერენცირებულ დავალებებს გვთავაზობს თანამედროვე მიდგომა, თუმცა
საკითხი მაინც არის სწავლების აქილევსის ქუსლი და ეს თემები მუდმივად ისმის ყველანაირ
პროფესიულ შეხვედრაზე. პრობლემის აქტუალობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საკლასო,
საშინაო და შემაჯამებელ დავალებებს თანამედროვე ეროვნულ სასწავლო გეგმაში თანაბარი
წილი აქვთ შეფასებებისას. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის
უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად. ზოგიერთი დავალების შესასრულებლად კი კვლევითი და
ძიებითი უნარების გასაუმჯობესებლად. ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით საკითხი
მეტად აქტუალურია.
კვლევის მიზანი
საშინაო დავალებების პრაქტიკის გაუმჯობესება
კვლევის მიზანია, საშინაო დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეების დემოტივაციით
გამოწვეული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების ძიება,
რეკომენდაციების შემუშავება.
შევისწავლოთ გამოყენებული საშინაო დავალებების ტიპები. დავადგინოთ რა უნარების
გაუმჯობესებას ან შეფასებას ემსახურება დავალების ესა თუ ის ტიპი. გამოვიკვლიოთ საშინაო
დავალებების ტიპები მეცნიერულ დონეზე, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არსებული
7
ლიტერატურის დეტალურ დამუშავებას საკვლევ საკითხთან მიმართებაში. დაისახოს
ინტერვენციები და შეფასდეს გამოყენებული ინტერვენციების შედეგები.
კვლევის სტრუქტურა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1. რა ტიპის საშინაო დავალებებს ვიყენებთ გაკვეთილებზე?
• რა მიზანი აქვს თითოეულ საკითხს საშინაო დავალებებში?
● რას აფასებს თითოეული საკითხი საშინაო დავალებებში?
● რა უნარები გვაქვს იმისათვის, რომ რელევანტური იყოს ყველა საკითხი საშინაო
დავალებებში?
2. რა ღირებულება აქვს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებების გამოყენებას?
● ეხმარება თუ არა სხვადასხვა ტიპის დავალებები მასწავლებელს მოსწავლეთა
მრავალმხრივად შეფასებაში;
● თემის შეჯამებისას საშინაო დავალება ითვალისწნებს თუ არა მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს?
3. რა მნიშვნელობა აქვს კოლეგებთან თანამშრომლობას?
4. არის თუ არა სახალისო და საინტერესო საშინაო დავალებები მოსწავლეებისათვის;
5. როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად საშინაო დავალებების პრობლემის დაძლევაში
დიფერენცირებული მიდგომა?
ძირითადი დასკვნები
რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს. ჩემი აზრით იკვეთება
რამდენიმე ფაქტორი:
➢ ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ
რჩებათ დრო თამაშისა და დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად
შეასრულონ დავალება და ისინი ამის გამო უკვე აღარ ზრუნავენ დავალების ხარისხზე.
➢ დავალება უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს, თუ საშინაო
დავალებას არ ახლავს მკაფიო და დეტალური ინსტრუქცია.
8
➢ დავალება უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს მაშინაც, თუ
დავალებას არ ახლავ ეფექტური უკუკავშირი.
➢ საშინაო დავალების შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების
სირთულე, თუ დავალებაში მოსწავლეთა შესაძლებლობები გათვალისწინებული არაა.
თავი II. პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა ჩვეულებრივი ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით
გულისხმობს ინტერვენციების განხორციელებას, შემდეგ მათ შეფასებასა და რეკომენდაციების
შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული კვლევა ბუნებრივ ანუ მასწავლებლისათვის
ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში ხორციელდება. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოსავალი
წერტილია სამუშაოს დროს სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემები და მისი ანალიზი.
მნიშვნელოვანია, რომ ანალიზისას მოსწავლეთა მიღწევები მთავარი საკვლევი თემაა.
კონკრეტულ შემთხვევაში შემაჯამებელი დავალებების შესრულების დაბალი ხარისხი
სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ექსპერტებისა და დარგის
სპეციალისტების კვლევებისა და მოსაზრებების გაცნობა, ასევე წარმატებული კოლეგების
გამოცდილების გაზიარება, რათა კვლევა წარიმართოს სწორად და არ ავცდეთ მიზანს. კვლევის
მეთოდები და ინსტრუმენტები ძირითადად თვისობრივია, თუმცა გამოყენებული ანკეტირება
რაოდენობრივი კვლევის მეთოდს მიეკუთვნება. მონაცემთა ერთობლიობის ანალიზისა და
დამუშავების შემდეგ პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ხორციელდება და ესაა
ინტერვენციები. მასწავლებელი ერევა პროცესში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების
მიზნით. თუმცა ესეც არაა ბოლო ეტაპი აუცილებელია გაანალიზდეს მეორადი მონაცემები, ანუ
ის შედეგები, რაც მიღწეულ იქნა განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, შემუშავდეს
რეკომენდაციები, შეჯამდეს პროცესი და დაიწეროს დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ახალი
საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებაში მოგვეხმარება. და ბოლოს, კვლევა, თუ სამაგიდო კვლევად
დარჩება იგი არაფრის მომცემი იქნება, მნიშვნელოვანია იგი გასაჯაროვდეს სასკოლო თემში და
გაანალიზდეს მისი შედეგები. პრაქტიკული კვლევის არსი სწორედ ასე მაქვს დანახული.
9
თავი III. ლიტერატურა
ლიტერატურის მიმოხილვა უპირველეს ყოვლისა ჩემი საკვლევი თემის გარშემო გავეცანი განათლების ძირითად
მარეგულირებელ დოკუმენტებს, სადაც საუბარი იყო სასწავლო პროცესში საშინაო დავალების
არსზე და მნიშვნელობაზე.
➢ საშინაო დავალების არსი, მიზანი და ამოცანები
როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლის შეფასებაში ერთერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტი საკლასო და შემაჯამებელ დავალებებთან ერთად არის საშინაო
დავალება.
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას
და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს
სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა. მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით: დაბალი (1-2),
საშუალოზე დაბალი (3-4), საშუალო (5-6), საშუალოზე მაღალი (7-8), მაღალი (9-10). სემესტრის
მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე
განმავითარებელი შეფასება. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია
განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
➢ საშინაო დავალების ტიპები საშინაო დავალების ტიპებთან დაკავშირებულ საკითხებს გავეცანი ინტერნეტ გაზეთის
რუბრიკიდან ნინო ლომიძე ,,წერითი დავალება – რაობა, სახეები, მიზნები“ 2016.
10
,,საშინაო წერითი დავალების მიცემისას თანამედროვე მასწავლებელი გარკვეული დილემის
წინაშე დგება. ინტერნეტში დღეს ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი მზა მასალის მოძიება.
მოსწავლეებიც, ხშირ შემთხვევაში, დავალების შესრულებისას მარტივ და სწრაფ ხერხს
მიმართავენ.
საშინაო წერითი დავალების შესრულება სულ რამდენიმე წუთში და სულ რამდენიმე მარტივი
„ოპერაციითაა“ შესაძლებელი. 1. ინტერნეტის საძიებო სისტემაში სწორი საძიებო სიტყვების
შეყვანა. 2. მოძიებული ინფორმაციის გაცნობა. 3.ინფორმაციის ჩასმა/გადაწერა დავალების
რვეულში. 4. დავალება – მზადაა. ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი – აკრიფეთ თქვენივე
მიცემული დავალების შესაბამისი საკვანძო სიტყვები საძიებო სისტემაში და „დატკბით“ მზა
შესრულებული დავალებების ხარისხით და რაოდენობით. ლექსის ან მხატვრული საპროგრამო
ტექსტის მხატვრული ანალიზი, ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერიფრაზი-შინაარსი,
„ვეფხისტყაოსნის“ პროზაული „ვერსია“...ეს ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამ პირობებში
მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ საშინაო წერითი დავალების
შესრულებისას სწორედ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ამ აქტივობას აქვს.
საშინაო დავალების მიზანი – იდეალი
საშინაო დავალება ჩვენი სასკოლო განათლების ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
შემადგენელია. იდეალურ შემთხვევაში, საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლე
განიმტკიცებს სკოლაში მიღებულ ცოდნას, ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას, მას უყალიბდება
ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა,
შრომისმოყვარეობა, წერითი მეტყველების უნარი, პასუხისმგელობის გრძნობა, აკურატულობა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ – რამდენად შეესაბამება ეს
იდეალი პრაქტიკულ საქმიანობას? წერილში სწორედ საშინაო დავალების რაობაზე, სახეებზე და
მიზნებზე ვისაუბრებთ.
რა არის საშინაო დავალება?
ზოგადად, პედაგოგიურ პრაქტიკაში დავალება შემეცნების, სწავლა-სწავლების პროცესის
განუყოფელი ნაწილია. დავალება არის მოსწავლის მიერ აუცილებლად შესასრულებელი
სამუშაო, სავალდებულო და საპასუხისმგებლო, დროში შეზღუდული და კონკრეტული
მიზნების მისაღწევად შემუშავებული.
11
დავალება სხვადასხვაგვარია. მოცულობა, ფორმა, შინაარსი, სახეობა განისაზღვრება
მასწავლებლის მიერ. საშინაო დავალების მიცემამდე წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული
ჩაბარებული დავალების შემოწმების(გასწორების) კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეებს
დავალების მიცემის დროს დეტალურად გავაცნობთ.
საშინაო დავალების შესრულებისას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა იმ შემთხვევაშია
შესაძლებელი, თუ მასწავლებელი დავალების რაოდენობას, ინტენსივობას, ინსტრუქტაჟს და
აგრეთვე დავალების შემოწმების მექანიზმებს სწორად შეარჩევს.
თვითდავალება – დავალების მიცემამდე:
საშინაო დავალების მოფიქრებისას სასურველია დავსვათ კითხვები, რომლებიც განსაზღვრავს
დავალების არსს და მიზანს. ასე უკეთ შევძლებთ როგორც შესამოწმებელი მეთოდის შერჩევას,
ისე კონკრეტული მიზნების მიხედვით ინსტრუქტაჟის შედგენას.
ზოგადი კითხვა ასეთია – რას ემსახურება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სამუშაო?
სავარაუდო პასუხები:
ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას
სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას
ძირითადი იდეების გაგებას
შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას
პრობლემის გადასაჭრელად ინფორმაციის გამოყენებას
ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას
დავალების შემოწმების ფორმები
საშინაო წერითი დავალების შემოწმების რამდენიმე ფორმა არსებობს. მრავალფეროვნებისთვის,
სასურველია, მასწავლებელმა ხშირად ცვალოს გამოკითხვა/შემოწმების პროცესში მეთოდი და
დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიოს ერთ-ერთი ან რამდენიმე:
ზეპირი ინდივიდუალური ან ფრონტალური გამოკითხვა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა. მასწავლებელი გაკვეთილს
იწყებს ერთი მოსწავლის გამოძახება-გამოკითხვით ან ფრონტალური გამოკითხვით. მეთოდი,
12
ძირითადად, ფაქტობრივი და შინაარსობრივი მასალის გახსენება-გააქტიურების მიზნით
გამოიყენება. ეთმობა მცირე დრო და აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
დადებითი: მცირე დროში შესაძლებელია საკვანძო დებულებების, მნიშვნელოვანი საკითხების
გადამეორება, აქტიურობა/ჩართულობაზე დაკვირვებით მასწავლებელი განსაზღვრავს, რამდენ
მოსწავლეს აქვს ათვისებული მასალა.
უარყოფითი: ძირითადად ჩართულია მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც აქტიურობით
გამოირჩევა, მოსწავლე, რომელსაც არ ან ვერ აქვს მომზადებული დავალება, იოლად გავა ფონს.
ამისგან თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია გამოვკითხოთ არა მხოლოდ ის მოსწავლეები,
რომლებიც თავად გამოიჩენენ ინიციატივას, არამედ თავად შევარჩიოთ მოსწავლეები და
პირადად მივმართოთ მათ.
შესწორება ნიმუშის მიხედვით
მასწავლებელი დაფაზე წერს დავალების სწორ პასუხებს/ამზადებს სამუშაო ფურცლებს, სადაც
სწორი პასუხებია თავმოყრილი, მოსწავლეები თავად გადახედავენ შესრულებულ დავალებას,
ჩაასწორებენ შეცდომებს ისე, რომ მასწავლებლისთვისაც თვალნათელი იყოს, სად იყო
დაშვებული შეცდომა, აკეთებენ ანალიტიკურ კომენტარს, სადაც მიმოიხილავენ შესრულებული
დავალების ხარისხს. შესაძლებელია შევთავაზოთ ცხრილის შევსებაც. ორ ნაწილად გაყოფილ
ფურცელზე მოსწავლე წერს- სწორი მეგონა / ახლა ვიცი, რომ და ავსებს ცხრილს მიღებული
სწორი პასუხების გაცნობის შემდეგ.
თვითშეფასება
მეთოდი განსაკუთრებით კარგია შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ან საკლასო წერითი
დავალების დასრულების შემდეგ. მოსწავლე თავად აფასებს საკუთარ ნაშრომს. ცდილობს,
აღმოაჩინოს შეცდომა, რომელიც მუშაობის პროცესში გაეპარა. თვითშეფასების პროცესში მას
უფლება უნდა მივცეთ, მასწავლებელთან ან სახელმძღვანელოში გადაამოწმოს პასუხები,
მონიშნოს შეცდომები. ასეთ შემთხვევაში შემაჯამებელ სამუშაოს ან საკლასო წერით დავალებას
მხოლოდ შესამოწმებელი კი არა, შემეცნებითი ფუნქციაც ენიჭება.
წერილობით შესრულებული დავალების გაცნობა-შესწორება-კომენტირება
13
მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ ვრცელ კომენტარს შესრულებული დავალების
ხარისხზე რვეულშივე. კომენტარი არ შემოიფარგლება ერთსიტყვიანი შეფასებით ( ყოჩაღ ან
კარგია...), არამედ იწერება დეტალური მიმოხილვა. აუცილებელია ე.წ. სენდვიჩის მეთოდის
გამოყენება. უნდა აღინიშნოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური – რა მოგეწონათ, რა იყო
კარგი, სად არის ფაქტობრივი/შინაარსობრივი შეცდომა, სად არის არასწორად გააზრებული
საკითხი და ა.შ. შედეგის მისაღწევად მოსწავლეს ვთხოვთ, მითითებების გათვალისწინებით
ხელახლა შეასრულოს სამუშაო. ვაკვირდებით, რამდენად აქვს გათვალისწინებული რჩევები.
მოსწავლეები წყვილდებიან და თავად ასწორებენ ერთმანეთის დავალებას ნიმუშის მიხედვით.
ამ მეთოდს განსაკუთრებით დიდი ხალისით ეკიდებიან თავად მოსწავლეები. მათი ამოცანაა,
ყურადღებით გაეცნონ მეწყვილის ნაშრომს, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტიპის შეცდომები,
შეასწორონ, დაწერონ კომენტარი, სადაც მიმოხილული იქნება სწორი ვარიანტი. მოსწავლეები,
ფაქტობრივად, მცირე ხნით მასწავლებლის ფუნქციას „ითავსებენ“, თავადაც
სწავლობენ(იმტკიცებენ ცოდნას) და მეგობარსაც ეხმარებიან.
იმის მიუხედავად, თუ რომელ ფორმას ირჩევს პედაგოგი, მნიშვნელოვანია მთავარი ფაქტორის
გათვალისწინება – დავალების შემოწმებას არ აქვს ოდენ მაკონტროლებელი ფუნქცია, ეს
პროცესი საკუთრივ უნდა იყოს შემეცნებისა და სააზროვნო-კოგნიტიური უნარების
გააქტიურებისკენ მიმართული.
➢ საშინაო დავალებასთან დაკავშირებული სირთულეები
მშობლები და მასწავლებლები საშინაო დავალების უპირატესობებზე მრავალი წელია კამათობენ.
ბევრი ფიქრობს, რომ საშინაო დავალებას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ვიდრე სიკეთის. ზოგი
თვლის, რომ საშინაო დავალება ზედმეტ სტრესს იწვევს. ნაწილს კი სჯერა, რომ საშინაო დავალება
მოსწავლეს საკლასო ოთახის გარეთ დამოუკიდებლად ფიქრში ეხმარება. ამერიკული ინტერნეტ
გაზეთი “TeAch-nology” ერთ-ერთ ბლოგში საშინაო დავალების დადებით და უარყოფით მხარეებზე
წერს. საშინაო დავალების 5 დადებითი მხარე:
14
1. საშინაო დავალება მოსწავლეს და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ
ერთმანეთთან. მათ შეუძლიათ, დისკუსია გამართონ ერთმანეთში, ან განიხილონ პრობლემა
გაკვეთილის დაწყებამდე, ან შემდეგ.
2. საშინაო დავალება აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, როცა მოსწავლე მშობლებს ან
დედმამიშვილს გაუგებარი საკითხის ირგვლივ რჩევას ეკითხება. ასევე, მშობლებს ეძლევათ
საშუალება, უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ ბავშვის განვითარებაში.
3. საშინაო დავალება ეხმარება მოსწავლეებს მოემზადონ ტესტებისათვის. თუ მოსწავლე დავალებას
ცუდად შეასრულებს, შეცდომების გაანალიზება დაეხმარება მას, ისწავლოს და შემდეგი ტესტის
დროს იგივე შეცდომა აღარ დაუშვას. ასევე, მოსწავლეს ეძლევა საშუალება, მიიღოს გამოცდილება
და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს.
4. საშინაო დავალების შესრულება საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის
განვითარებისთვის. იმის ცოდნა, რომ მომდევნო დღეს დავალება მზად უნდა გქონდეს,
მოსწავლეს დროის განაწილების და პუნქტუალობის უნარს უვითარებს.
5. და ბოლოს, საშინაო დავალება მშობელს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს მოსწავლის
განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. ასე თუ ისე, ზოგიერთი მშობელი,
მოსწავლე და მასწავლებელიც კი მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიმართ, რომელიც 7-8 საათს ატარებს
სკოლაში, უსამართლობა იქნება მოვიდეს სახლში და კიდევ სამი საათი საშინაო დავალების
მომზადებას მოანდომოს.
საშინაო დავალების 5 უარყოფითი მხარე:
1. პირველი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მივცეთ მოსწავლეს საშინაო დავალება არის ის, რომ მათ
დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ენერგიის აღდგენა და
გონების დასვენება უმნიშვნელოვანესია.
2. საშინაო დავალება ამცირებს დროს რომელსაც მოსწავლე ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.
ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება კი მას აღზრდაში ეხმარება და დროის უქონლობამ
შეიძლება, ოჯახის წევრების ურთიერთობების გამყარებას შეუშალოს ხელი, ეს ყველაფერი კი
დროის უქონლობის გამო. და დააზარალოს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დროის
უქონლობის გამო.
15
3. საშინაო დავალებამ შეიძლება, მშობელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს.
აღნიშნული მაშინ ხდება, როდესაც მოსწავლეს უჭირს, დამოუკიდებლად გაართვას თავი საშინაო
დავალებას და მისი შესრულებისგან თავის არიდებას ცდილობს. მშობელი აძალებს მას
დავალების გაკეთებას, რაც მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტს წარმოქმნის.
4. ხშირად მოსწავლე დათქმულ ვადებში ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, რის შემდეგაც
კლასში მოსწავლეებს შორის ერთმანეთისგან გადაწერის ფაქტი ხდება. რის შედეგად ისინი
ქულას იღებენ გადაწერაში და არა ცოდნაში.
5. და ბოლოს, მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს დრო, მოსწავლის მიერ შესრულებული
დავალება ისე შეასწოროს როგორც საჭიროა, რადგან ისინი მეტისმეტად დაკავებულები არიან
გაკვეთილის დაგეგმვისა და სასწავლო რესურსების მოძიებით. შედეგად კი კლასი იღებს
უხარისხოდ შემოწმებულ დავალებას, მასწავლებელი კი ახალი გაკვეთილის ახსნას იწყებს.
➢ საშინაო დავალების მოცულობასთან დაკავშირებული საკითხები
ასევე გავეცანი საინტერესო სტატიას ინტერნეტ გაზეთის რუბრიკიდან, მალინა საჯაიას
სტატიას ,,როცა საშინაო დავალება ბევრია“. 2016.
ავტორი სტატიაში აღნიშნავს რომ ,,თავდაჯერება, გონიერება, შემოქმედებითობა და
ნაყოფიერება მთელი ბავშვობის განმავლობაში იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა ბავშვს
თავისუფალი თამაშისა და წარმოსახვისთვის საკმარისი დრო. ეს პირობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში – შვიდ წლამდე.
განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული
ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა
ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესასრულებლად. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი
დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ. უფრო პატარებისთვის საკმარისია
ბაღში გატარებული დღეც.
ეს წესი არაერთ სკოლაში ირღვევა. ბავშვები ამჟღავნებენ სტრესის ნიშნებს, ოჯახთან ერთად
გასატარებელი დროის დიდი ნაწილი კი საშინაო დავალებებს მიაქვს. ოთხი წლის ბავშვის დედა
ამბობდა, რომ საბავშვო ბაღში მის პატარას ერთი კვირის განმავლობაში 5 დავალება მისცეს.
დედა საკითხავ დავალებებს არ აპროტესტებდა, მაგრამ წუხდა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს
16
ასევე დაავალა, (1) მოემზადებინათ შოუ და მოეწყოთ პრეზენტაცია, (2) ყოველდღე ეკითხათ შინ
(3), ყოველდღე განეხილათ ბაღში წაკითხული ტექსტები და (4) ესწავლათ თავიანთი სახელების
ისტორია. მე ვუთხარი, რომ ეს მეტისმეტად ბევრია.
ათწუთიანი წესის გამოყენებასთან ერთად როგორ გავარკვიოთ, მეტისმეტად ბევრია თუ არა
ბავშვისთვის მიცემული საშინაო დავალება?
თამაშისთვის საკმარისი დრო. სკოლაში დროულად მისვლა, იქ მთელი დღის გატარება, ყველა
წესის ცოდნა და დაცვა, შინ დაბრუნება პატარა ბავშვისთვის უკვე საკმაოდ ბევრია. თუ ამას
საშინაო დავალებასაც დავუმატებთ, შესაძლოა, დრო მოაკლდეს განვითარებისთვის
მნიშვნელოვან ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა სირბილი, საუბარი, ოცნება, წარმოსახვა და
გამომგონებლობა.
სტრესის ნიშნები. დააკვირდით, ხომ არ შეეცვალა ბავშვს მადა, ძილი, ხასიათი, ინტერესები, ხომ
არ შფოთავს, ემოციურად ხომ არ გპასუხობთ. თუ შფოთვის ნიშნები შეატყეთ, გაარკვიეთ, რა
დაავალა მასწავლებელმა –შესაძლოა, მიზეზი საშინაო დავალება იყოს. ოჯახისთვის
განკუთვნილი დრო. როდესაც საშინაო დავალება ხელს უშლის ოჯახურ აქტივობებს, რამე უნდა
ვიღონოთ.
ბავშვმა სათანადო განათლება რომ მიიღოს, მშობლები მასწავლებლის მოკავშირეები უნდა
იყვნენ, მაგრამ თუ ბავშვის დრო დაგეგმილია უფროსების მიერ და გადატვირთულია
ელექტრონული მოწყობილობებით, თუ მას აღარ რჩება საკმარისი დრო წარმოსახვისთვის,
კვლევისა და გამოგონებისთვის, ეს უნდა აღვკვეთოთ. როგორ? დააბალანსეთ. სანამ საშინაო
დავალებას შეუტევდეთ, თქვენი შვილის სხვა აქტივობებს გადაავლეთ თვალი. ელექტრონულ
მოწყობილობებზე მუშაობა, გაკვეთილები, სპორტი და სხვა ამგვარი აქტივობები შესაძლოა
მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას იძლეოდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინაა სასარგებლო,
როცა ზომიერად ვიყენებთ.
გაესაუბრეთ თქვენი შვილის თანაკლასელთა მშობლებს. გაიგეთ, რას ფიქრობენ ისინი საშინაო
დავალებების შესახებ. გაარკვიეთ, როგორია სხვა კლასების, სკოლების, მასწავლებლების
გამოცდილება ამ კუთხით.
17
შეხვდით მასწავლებელს. მოუსმინეთ და ისწავლეთ. სხვა მშობლებსაც სთხოვეთ, თქვენთან
ერთად შეხვდნენ მასწავლებელს. გაეცანით მის ხედვას და გააცანით საკუთარი. ესაუბრეთ
მშვიდად და პატივისცემით. ხშირად ეს საკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად. ნუ
დაიჟინებთ, რომ თქვენს შვილს ზედმეტ და უსარგებლო საშინაო დავალებებს აძლევენ. თუ
ბავშვი წუხს, რომ დავალებებს თავს ვერ ართმევს, მასწავლებელს მეგობრულად აუხსენით ეს
(გინდათ დარწმუნდეთ, რომ თქვენს შვილს საკმარისი დრო დარჩება სათამაშოდ,
დასასვენებლად და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად), ბავშვს კი უთხარით,
რომ ესაუბრეთ მასწავლებელს და ერთად იპოვით გამოსავალს.
დაელოდეთ და თვალყური ადევნეთ. აცადეთ მასწავლებელს ერთი ან ორი კვირა პრაქტიკის
შესაცვლელად. თუ ბავშვმა მეტი ხალისით დაიწყო მეცადინეობა, ე. ი. თქვენმა მისიამ
წარმატებით ჩაიარა.
შექმენით ჯგუფი. თუ პრობლემები გაგრძელდა, მოძებნეთ თქვენსავით მოაზროვნე მშობლები,
გაერთიანდით, ჩამოაყალიბეთ მარტივი მიზნები და გონივრული ვადები. თუ თანამოაზრეების
პოვნა გიჭირთ, გადადით მომდევნო ნაბიჯზე.
შეკრიბეთ მტკიცებულებები. უკანასკნელ ხანს ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლებიც ათწუთიანი
წესის უპირატესობას ადასტურებს. ქვემოთ მოცემულ ბმულზე რამდენიმე მაგალითს ნახავთ.
უფრო მეტ ინფორმაციას იპოვით სიტყვა “საშინაო დავალების” დაგუგვლით.
გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები წერილობით, მოკლედ და შეძლებისდაგვარად მარტივად.
განურჩევლად იმისა, იპოვით თანამოაზრეებს თუ ვერა, გააცანით ისინი სხვებს, განიხილეთ
მათთან ერთად და დარწმუნდით, რომ თქვენი თხოვნა ნათელი და პრაქტიკულია.
დანიშნეთ მასწავლებელთან მეორე შეხვედრა. სთხოვეთ, შეხვედრას დირექტორიც დაესწროს.
სასურველია, შეხვედრა, ადრინდელივით, მშვიდად და პატივისცემით, პატარა ჯგუფში
გამართოთ. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და თქვით, რისი შეცვლა გსურთ. მოიხმეთ
თქვენი მოსაზრების მხარდამჭერი მეცნიერული არგუმენტები (იხ. პარაგრაფი
„მტკიცებულებების შეგროვება“).
თუ სკოლაში წინააღმდეგობას წააწყდით და მიგაჩნიათ, რომ სიტუაცია მოითხოვს ამას (საშინაო
დავალებების სიმრავლე ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას),
დასვით საკითხი უფრო მაღალ დონეზე, მიიტანეთ თქვენი მოთხოვნა განათლების
18
სამეთვალყურეო საბჭოს, სკოლის მმართველობითი ორგანოს, სკოლის რწმუნებულის ყურამდე.
იმ სიმაღლემდე, რაც საჭირო იქნება სასურველი შედეგის მისაღებად.
წერეთ ბლოგი, ესაუბრეთ მედიას. თქვენ უკვე საკმაოდ ბევრი იცით ამ საკითხებზე, თანაც თქვენი
ამბავი შესაძლოა სხვებსაც დაეხმაროს. ოღონდ ეს უკიდურესი ნაბიჯია და სანამ ყველა სხვა გზას
არ მოსინჯავთ, მის გადადგმას არ გირჩევთ. თუ ამ გზას აირჩევთ, ყველაფერი იღონეთ
უკუშედეგებისგან ბავშვის დასაცავად (მაგალითად, სკოლაში შესაძლოა ამოიჩემონ, მეტსახელი
შეარქვან და სხვა). წინასწარ შეიმუშავეთ უკან დახევის გეგმა – მოძებნეთ სხვა სკოლა, სადაც
ბავშვს მშობლის აქტიურობისთვის არ დასჯიან.
ეფექტური ოპონირება ოპონენტის პატივისცემას ემყარება. შესაძლოა, მიზნის მიღწევას ბევრი
დრო დასჭირდეს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ბევრი მაგალითი გვინახავს, როდესაც
შვილის კეთილდღეობაზე ერთი მშობლის ზრუნვას არათუ კონკრეტული მასწავლებლის
პრაქტიკა, არამედ მთელი საგანმანათლებლო პოლიტიკაც კი შეუცვლია. საშინაო დავალება
ყოველთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგი ბავშვი სიამოვნებითაც კი ასრულებს მას, მაგრამ
არის შემთხვევები, როდესაც ის მოითხოვს თამაშზე, ოცნებაზე, ძილზე, მეგობრებსა და ოჯახის
წევრებთან ერთად დროის გატარებაზე უარის თქმას. ამ დროს მშობლები ცდილობენ, შვილების
ცხოვრებაში ჯანსაღი ცვლილებები შეიტანონ.
წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/going-beyond-intelligence/201609/how-much-
homework-is-too-much-how-can-parents-push-back
➢ საშინაო დავალების ეფექტიანად მომზადების სტრატეგიები
იმ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ გავზარდოთ მოტივაცია და შესრულების ხარისხი
საშინაო დავალების მიმდინარეობაში საუკეთესო რჩევებს მივაკვლიე ერთ-ერთ სტატიაში დ.
თინიკაშვილი. ,,დები პინკუსი – როგორ შევასრულებინოთ ბავშვებს საშინაო დავალება“.2014.
,,მშობლებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ, მათი შვილები კარგად სწავლობდნენ. ისინი
ზრუნავენ შვილების წარმატებაზე და მზრუნველობის ერთ-ერთი საგანი საშინაო დავალების
შესრულებაა.
როცა მშობელი შვილის წარმატებას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, ის მკაცრ მოთხოვნებს
უყენებს ბავშვს, მათ შორის – საშინაო დავალების შესრულების თაობაზეც, რაც საბოლოო მიზნის
19
მიღწევის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. ჩემი რწმენით, ასეთი მიდგომა სუსტ პოზიციაში
აყენებს მშობელს, რადგან შვილს მისი მოთხოვნის შესრულება არ სურს. შეიძლება ითქვას, რომ
საშინაო დავალების შესრულება-შეუსრულებლობისთვის ბრძოლა რეალურად კონტროლის
მოსაპოვებლად ბრძოლას წარმოადგენს. ბავშვი ცდილობს, მისი არჩევანი მისავე ხელთ იყოს,
მაგრამ მშობელს მიაჩნია, რომ კონტროლის უფლება მას ეკუთვნის და არა შვილს, და საბოლოოდ
მათი დაპირისპირება უკომპრომისო ოჯახურ ომში გადაიზრდება ხოლმე.
წლების მანძილზე მრავალ მშობელთან მისაუბრია, რომელთაც ასეთი ბრძოლა ჰქონიათ
შვილებთან და მათი მონაყოლიდან ვიცი, რა ოინებს იგონებენ ბავშვები, როცა საქმე სასკოლო
აქტივობას უკავშირდება. მათ შეიძლება „დაავიწყდეთ” საშინაო დავალების შესრულება ან ის
ზერელედ, უყურადღებოდ შეასრულონ. ამ გზით ბავშვები საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის
შენარჩუნებას, სხვისი ჩარევისგან მის დაცვას ცდილობენ. როდესაც ბავშვები ასე იქცევიან,
მშობლები გრძნობენ, როგორ უჭირთ შვილის მართვა და მათ დასჯას იწყებენ, ხოლო თუ ამანაც
ვერ გაჭრა, მაშინ მათ ნაცვლად ასრულებენ საშინაო დავალებას.
რაც უფრო მეტად ღელავს მშობელი, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს შვილი და ამ ფონზე
საშინაო დავალების შესრულებას აზრი ეკარგება; მას არ გამოაქვს ის შედეგი, რაც, წესით, უნდა
გამოიღოს.
მწარე სიმართლეა: თქვენ შვილს ვერაფერს აიძულებთ. ნაცვლად ამისა, ჯობს დაუწესოთ
საზღვრები, რომელთა ფარგლებშიც პატივს სცემთ მის ინდივიდუალურ არჩევანს. ეს ბავშვის
მოტივაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შესაძლოა, ამაზე მიპასუხოთ: „თქვენ არ იცნობთ ჩემს შვილს! ვერაფრით მოვახერხე მისი
მოტივირება რამის გასაკეთებლად!” უმჯობესია, დამშვიდდეთ და ყურადღებით დააკვირდეთ
ვითარებას. იქნებ თვითონვე უწყობთ ხელს შვილის ჯანყს თქვენ წინააღმდეგ ან მის აპათიას?
თუ საშინაო დავალების შესრულების საკითხი თქვენ უფრო მეტად გაღელვებთ, ვიდრე თქვენს
შვილს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რის ბრალია ეს (გახსოვდეთ: თუ მის გასაკეთებელ საქმეზე
თქვენ უფრო მეტად ინერვიულებთ, ბავშვი უფრო ნაკლებად იზრუნებს დავალების
შესრულებაზე).
ნუ ეცდებით ბავშვის დამორჩილებას, უბრალოდ, უხელმძღვანელეთ
20
ბევრი მშობელი მეუბნება, რომ მათი შვილები არ არიან მოტივირებულნი თავიანთი საქმის
შესასრულებლად, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არიან, თუმცაღა, შესაძლოა, არა ისე, როგორც
თქვენ გსურთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმის თაობაზე, როგორ უხელმძღვანელოთ მათ
საშინაო დავალების შესრულებისას ყოველგვარი ბრძოლის, მუქარისა და ზეწოლის გარეშე.
. გაიხსენეთ, როგორი მიდგომა ჭრიდა წარსულში. გაიხსენეთ ის დრო, როცა თქვენი შვილი
კარგად ასრულებდა საშინაო დავალებებს. რა იყო მაშინ განსხვავებული? როგორ ახერხებდით
თანამშრომლობას? ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს შვილს. შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ზრდის
თქვენი შვილის (და არა თქვენს) მოტივაციას.
შეწყვიტეთ ბრძოლა. ყველანაირად ეცადეთ, არ იმოქმედოთ ბრძოლის სცენარით ყოველ
საღამოს. ეცადეთ, სხვაგვარად წარმართოთ შვილთან ურთიერთობა. თუ ჩხუბის გარდა
მოქმედების სხვა ტაქტიკას არ ცნობთ, ჯობს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. მიანდეთ
საშინაო დავალების შესრულებაზე ზრუნვა მას, ვისი საქმეც არის ეს – მასწავლებელსა და
მოსწავლეს. ნუ ჩაერევით ამ სასკოლო დავიდარაბაში, საკუთარ საქმეს მიხედეთ, თქვენი შვილი
კი თავის საქმეს გააკეთებს.
შეისვენეთ: თუ ფრუსტრაციას გრძნობთ, თავი დაანებეთ შვილის იძულებას საშინაო დავალების
შესასრულებლად. თქვენი წნევის აწევა სარგებლობას არავის მოუტანს. შეისვენეთ თქვენც და
დაასვენეთ ბავშვიც, თუ გრძნობთ, რომ ისიც გადაიღალა. დააწესეთ საშინაო დავალების
შესასრულებლად საჭირო დროითი ჩარჩო.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე მითითებას, რომლებიც მრავალი ოჯახისთვის ეფექტური
აღმოჩნდა:
. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს;
. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს თქვენი სახლის გაშლილ სივრცეში.
. თუ მოსწავლეს დაბალი ნიშნები აქვს, ეცადეთ ყოველგვარი პირობა შეუქმნათ, რათა მან უკეთ
მოახერხოს შესასრულებელ სამუშაოზე კონცენტრაცია;
. უქმეებზე გართობა მანამდე აკრძალეთ, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ დაასრულებს.
ამოსავალი ბავშვის პოზიცია უნდა იყოს და არა თქვენი. როცა შვილის სამუშაოზე ფოკუსირებას
დაიწყებთ, ცოტა ხანს შეჩერდით და თქვენს მიზანს დაუფიქრდით. რა მიგაჩნიათ ცხოვრების
21
მიზნად და რას მოელით საშინაო დავალებისგან, რით შეუწყობს ეს ხელს მიზნის მიღწევას? სანამ
შეუპოვარ ბრძოლაში ჩაებმებით, ვითარებას შვილის თვალითაც შეხედეთ.
მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება – თქვენ მხოლოდ ამ არჩევანის შედეგებთან უნდა გქონდეთ
საქმე. დაე, თქვენს შვილს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს. თქვენ, მშობელმა, უკან დაიხიეთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრით დაეხმარებით შვილს თავისი მოვალეობის წარმატებით
აღსრულებაში. თუ ეცდებით, სიტუაცია მთლიანად მართოთ, ყოველივე საპირისპიროდ
შემოგიბრუნდებათ და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხელახლა დაიწყება. ბრძოლა კი,
მერწმუნეთ, საშინაო დავალების შესასრულებლად ნამდვილად არ არის საჭირო. ბევრი ბავშვი
მინახავს, რომლებიც განზრახ ცუდად ასრულებენ საშინაო დავალებას, რათა მშობელს
დაანახვონ, „ვინ მართავს რეალურად სიტუაციას”. ისეთი ბავშვებიც ვიცი, რომლებიც მშობლის
კონტროლის ფონზე ასე თუ ისე ასრულებენ საშინაო დავალებას, მაგრამ ვერასოდეს სწავლობენ
დამოუკიდებლად აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
მე მწამს ასეთი მეთოდის ეფექტურობის, როცა საქმე სასკოლო აქტივობას ეხება. იმ სტრუქტურის
ფარგლებში, რომელსაც თქვენ ადგენთ, შვილს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მან თავად
უნდა გადაწყვიტოს, შეასრულოს თუ არა საშინაო დავალება, კარგად შეასრულოს ის თუ ცუდად.
ყოველგვარ არჩევანს თავისი ლოგიკური შედეგი მოსდევს – თუ ბავშვი დავალების
შეუსრულებლობას ამჯობინებს, მისი ნიშნები გაუარესდება, ეს კი დააფიქრებს მას.
როდესაც ასე მოხდება, თქვენ შეგიძლიათ შვილს ჰკითხოთ: „კმაყოფილი ხარ შენი აკადემიური
მოსწრებით?”, „თუ არა, რის გაკეთებას აპირებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?”, „რით შემიძლია
დაგეხმარო?”
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვი საშინაო დავალებებს თავისი უნარისა და მოტივაციის
მიხედვით უნდა ასრულებდეს. თუ ის საერთოდ აღარ იჩენს ძალისხმევას და ხედავთ, რომ მისი
ნიშნები უარესდება, ჩაერიეთ და უთხარით: „მე დაგეხმარები. მოდი, მუშაობის გეგმა
შევიმუშაოთ, მე კი დროდადრო შევამოწმებ, როგორ მიჰყვები მას”. ამის შემდეგ ერთად იწყებთ
გეგმის შედგენას. ის შეიძლება ითვალისწინებდეს საშინაო დავალებების შესრულებას საერთო
ოთახში, სანამ ბავშვის ნიშნები არ გამოსწორდება, მასწავლებელთან ერთად შეხვედრას და
ერთობლივ კონსულტაციებს. ერთი სიტყვით, თქვენ მხოლოდ ხელს შეუწყობთ შვილს, ჩვეულ
22
კალაპოტს დაუბრუნდეს. როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ, შეგიძლიათ უკან
დაიხიოთ და ისე აქტიურად აღარ ჩაერიოთ ბავშვის ცხოვრებაში.
კონტროლის ხარისხი ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. გეგმის შედგენისას
ნახევარი საათით მაინც უნდა გაზარდოთ ყველა საგანში მისი მოსწრების შემოწმების დრო. რაც
მთავარია, გახსოვდეთ: ამ პრაქტიკულ გეგმას მის დასასჯელად კი არ ადგენთ, არამედ
დასახმარებლად.
ბავშვი ამბობს, რომ ცუდი ნიშნები არ აღელვებს ბევრი მშობელი იტყვის, რომ მათ შვილს
უბრალოდ არ ადარდებს მოსწრება, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ცუდი ნიშნები ბავშვებს გულის
სიღრმეში ძალიანაც აწუხებთ. გამოთქმა „არ მაინტერესებს” ხშირად ძალაუფლებისთვის
ბრძოლის ნაწილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი შვილი აცხადებს: „არ ვაპირებ, ნიშნების
გამოსწორებაზე ვიზრუნო; ვერ მაიძულებ ამის გაკეთებას; შენ არ ხარ ჩემი ცხოვრების ბატონ-
პატრონი”. სიმართლე ის არის, რომ თქვენ მართლა ვერ აიძულებთ ბავშვს. ნაცვლად ამისა, ჯობს
იმის გაცნობიერებაში დაეხმაროთ, რომ ნიშნებზე ზრუნვა სწორედ მის ინტერესებში შედის.
ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია იმის მიხვედრაც, რომ მზრუნველობასა და მოტივაციას ფესვები
სწორედ ფლობის შეგრძნებაში უდგას. თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ შვილს იმის
გაცნობიერებაში, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თვითონ არის. ამ შემთხვევაში ის
საკუთარი ნიშნების გამო პასუხისმგებლობასაც გააცნობიერებს. ნუ განიცდით ბავშვის ცუდ
ნიშნებს მასზე მეტად. ეცადეთ გაარკვიოთ, რა გაზრდის მის მოტივაციას და ნუ დაისახავთ
მიზნად, შვილს თქვენი ეშინოდეს. ეცადეთ, უხელმძღვანელოთ მას, მაგრამ არასწორი არჩევანის
შედეგები მან თავად უნდა გააცნობიეროს. უმჯობესია, ამ შედეგებს 10 წლისა შეეჯახოს, ვიდრე
25 წლისა, როდესაც ამის გამო სამსახურს დაკარგავს.
ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რის ბრალია
დავალებების შეუსრულებლობა. თუ ბავშვი თავიდანვე ცუდად სწავლობდა, შეამოწმეთ მისი
ყველა უნარი, რათა ყოველგვარი უნარშეზღუდულობა გამოირიცხოს.
თუ ბავშვს რომელიმე უნარი აქვს შეზღუდული, მას მეტი ხელშეწყობა დასჭირდება.
რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სტრუქტურული საზღვრების დაწესება, მაგრამ
აუცილებლად თქვენი შვილის შესაძლებლობების გათვალისწინებით. შეზღუდული
შესაძლებლობების ბავშვებს ხშირად ზომაზე მეტად ეხმარებიან და საბოლოოდ გამოდის, რომ
23
ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ დავალებების შესრულებაში, მაშინ როდესაც ასეთი
მოსწავლეები მცირე დახმარებითაც თავისუფლად შეასრულებდნენ დავალებებს საკუთარი
ძალებით.
განსხვავება ხელმძღვანელობასა და ზედმეტ აქტიურობას შორის
თქვენს შვილს მხოლოდ ხელმძღვანელობა სჭირდება, რაც არ გულისხმობს საშინაო დავალების
მის ნაცვლად შესრულებას. როცა თქვენ, მშობელი, ასე იქცევით, მის წილ პასუხისმგებლობას
საკუთარ თავზე იღებთ.
თუ ბავშვი დახმარებას გთხოვთ, შეგიძლიათ მხოლოდ კონსულტაცია გაუწიოთ მას. ურჩიეთ,
გაურკვეველი საკითხის შესახებ მასწავლებელს გაესაუბროს, ანუ განუვითარდეთ მას
კომუნიკაციის უნარი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გზა უჩვენეთ, რათა თავის თავს
დაეხმაროს. ერთი სიტყვით, შუალედური პოზიცია დაიკავეთ – არც სრული უმოქმედობა და არც
ზედმეტი ჩარევა.
ასევე ვურჩევ მშობლებს, ჰქონდეთ საკუთარი შვილების რწმენა. ნუ შეხედავენ შვილს როგორც
სუსტ არსებას, რომელსაც თავისი საქმის გაკეთება არ შეუძლია. რატომღაც გვგონია, რომ თუ
შვილს არ დავეხმარეთ, ის არაფერს გააკეთებს. სიტყვები „მე მხოლოდ შენს დახმარებას
ვცდილობ” ბავშვმა შეიძლება ასე გაიგოს: „შენ სუსტი ხარ”. ნაცვლად ამისა, თქვენი მესიჯი ასეთი
უნდა იყოს: „მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება და საკმაოდ მჯერა შენი
შესაძლებლობების, რათა თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგცე”.
თავი IV. კვლევის დიზაინი
საკვლევი საკითხის კითხვები
1. რა ტიპის საშინაო დავალებებს ვიყენებთ?
2. რა კრიტერიუმებით ფასდება საშინაო დავალებები?
3. რა უპირატესობა აქვს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებების გამოყენებას?
4. რა ფორმით ეძლევა უკუკავშირი საშინაო დავალებების შესრულებაში მოსწავლეებს?
5. ემსახურება თუ არა ყველა საშინაო დავალება ესგ-ს მიზნების შესრულებას?
24
4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი 1. სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეები
2. სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის IV-
V კლასის მოსწავლეთა მშობლები.
3. სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლის მასწავლებლები;
4.3. კვლევის მეთოდები
თვისებრივი
რაოდენობრივი
# ფოკუს ჯგუფი
# ანკეტირება მასწავლებლები
მოსწავლეები # დაკვირვება
მოსწავლეები
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ანკეტირება - საკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით
გამომეკითხა მოსწავლეთა მშობლები, ვინაიდან სამიზნე ჯგუფის მშობლების ერთობლიობა არც
თუ ისე დიდია და თან პრობლემა ეხება ყველა მათგანის შვილს, თითოეული მათგანის აზრი
გასათვალისწინებელია. კითხვარი შეავსო ყველა მშობელმა.
ფოკუს ჯგუფი – ფოკუს ჯგუფი შედგებოდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისაგან.
სულ 7 მასწავლებელი და ერთი მოდერატორი. ამ მეთოდი გამოყენების მიზანი იყო, გამერკვია,
25
თუ როგორი შედეგები აქვთ კოლეგებს საშინაო სამუშაოებში სხვადასხვა კლასში და გვემსჯელა
პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
უბრალო დაკვირვება - მოსწავლეების მიმართ გამოყენებული იყო უბრალო დაკვირვების
მეთოდი, რათა დამენახა რა ტიპის დავალებებს აკეთებდნენ ხალისით, როდის იწევდა მათი
შინაგანი მოტივაცია და როდის უუმჯობესდებოდათ მათ შედეგები.
4.4. კვლევის ვადები
აქტივობა
მარტი
აპრილი
აპრილი
მაისი
მაისი
ივნისი
ივნისი
ივნისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება X
აქტუალობის განსაზღვრა X
დაკვირვება მოსწავლეებზე X X X X
მშობელთა კითხვარების შექმნა X
ფოკუს ჯგუფი X
მიღებული შედეგების ანალიზი X
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა X
ინტერვენციის განხორციელება X X X
ინტერვენციის შედეგების ანალიზი X X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა X
26
თავი V. კვლევის შედეგები
5.1. მონაცემების ანალიზი
იმისათვის, რომ თვალნათლივ დაგვენახა პრობლემა, თავდაპირველად გავაანალიზეთ
არსებული სიტუაცია.
მასწავლებელთა გამოკითხვა
პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, მასწავლებლისთვის რა ღირებულება აქვს
საშინაო დავალებას, რომელიც მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა პრობლემებს აწყდება ამ
კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები. გამოკითხვაში
7 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმეტესი
ნაწილი უხალისოდ უდგება დავალებების შესრულებას (87%), გამოკითხვამ აჩვენა, რომ
რა სიხშირით იძლევით ინსტრუქციას საშინაო დავალებების მიცემისას?
ზოგჯერ, 46%
ყოველთვის, 18%
არასოდეს, 36%
27
მცირეა, 33%
ზომიერია, 56%
რამდენად შეესაბამება ასაკს საშინაო დავალებები?
რა სიხშირით ასწორებთ საშინაო დავალებას?
ყოველთვის, 48%
ზომაზე მეტია, 11%
არასოდეს, 1%
ზოგჯერ, 51%
28
ფოკუს ჯგუფი
დავგეგმეთ ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან. ჩამოვაყალიბეთ ფოკუს ჯგუფის კითხვები:
✓ რა ტიპის საშინაო დავალებებს იყენებენ?
✓ რა უპირატესობა აქვს მათ მიერ შერჩეულ ტიპს?
✓ როგორ ფიქრობენ, რა არის საშინაო დავალებების შესრულების დაბალი ხარისხის
მიზეზი?
✓ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ აიწიოს საშინაო დავალებების
შესრულების ხარისხმა?
ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა 7 მასწავლებელი. მოდერატორი გახლდით მე თავად. ყველა
მათგანს 10-წელზე მეტი სტაჟი აქვს. ფოკუს ჯგუფის მიმდინარეობისას გამოიკვეთა შემდეგი
მოსაზრებები.
• ყველა მათგანის კლასებში საშინაო დავალებების შესრულების ხარისხი ბევრად
ჩამოუვარდება საკლასო დავალებების შესრულების ხარისხს;
• ყველა მათგანი საშინაო დავალებებს ითხოვს უმეტესად წერით თუმცა შესრულების
ხარისხი ნაკლებად შეესაბამება სტანდარტებს;
• დაბალ ხარისხს მათი აზრით განაპირობებს: თვითდაჯერებულობის ნაკლებობა, ცოდნა
არაა ღრმა და ამიტომ მუდმივ ორჭოფში და ვარიანტების შერჩევაში დრო უმთავრდებათ,
ბევრი საგანი აქვთ და ვერ ახერხებენ ყველა საგნის სრულყოფილად სწავლას, საათები
ცოტაა და მასწავლებლებს დრო არ გვაქვს საკითხებისა და თემების განმტკიცებისათვის,
შეფასების კრიტერიუმები დაშორებული ერთმანეთს. სხვაგვარი კრიტერიუმებით
ვაფასებთ შემაჯამებელ დავალებებს და სხვაგვარით საკლასო-საშინაოს, თუმცა ეს ორი
ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ასევე მოსწავლეების ბევრი უნარი გვრჩება
ყურადღების მიღმა და ვერ ვაფასებთ მათ ერთი ტიპის საშინაო დავალებებით
29
მოსწავლეთა გამოკითხვა
დიდ დროს ანდომებთ თუ არა საშინაო დავალების შესრულებას?
ხალისით ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას?
დიახ, 100%
დიახ, 24%
არა, 0%
არა, 76%
30
მშობელთა გამოკითხვა
ვინ არის პასუხისმგებელი დღის რეჟიმის განაწილებაზე?
რის გამო უწევს გვიან დაძინება?
ტელეგადაცემა, 33%
დედა, 53%
არასწორად განაწილებული დრო, 33%
ბავშვი, 7%
ოჯახი, 40%
ბევრი დავალება, 47%
31
მშობლის დახმარების გარეშე საშინაო დავალებას თავს ვერ ართმევს გამოკითხულთა– 52%,
დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად – 8%, ხოლო სჭირდება მცირეოდენი მითითებები –
40%;
ამის მიზეზად მშობელთა 18% მიიჩნევს იმას, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს
სავარჯიშოზე, ბავშვის უყურადღებობას მიზეზად ასახელებს – 17%, ხოლო დავალების
სირთულეს მშობელთა – 53%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს – 12%;
დაკვირვება ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს გაკვეთილებზე ფოკუსირებულად.
დაკვირვების ფოკუსი იყო აღმომეჩინა რომელ მოსწავლეს რა ტიპის დავალებების შესრულება
უადვილდებოდა, როდის იმატებდა კითხვების რაოდენობა, და რომელი დავალებებისას
იმატებდა მოსწავლეთა მოტივაცია. ასევე ვხედავდი დინამიკას, როგორი ტიპის სამუშაოებით
განმტკიცებული მასალა ამახსოვრდებოდათ მეტად და დიდხანს. უნდა აღინიშნოს, რომ
დაკვირვების შედეგად გამოვლინდა პრაქტიკული სამუშაოების შესრულების საჭიროება და
ასევე კოგნიტიურ სქემებთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად
მუშაობის უნარი ძალიან დაბალი აქვთ. ისინი საკლასო დავალებებისას როდესაც შეცდომას
უშვებენ მასწავლებელს კითხვების მეშვეობით მიჰყავს სწორ პასუხამდე. დამატებითი კითხვები
კი (სკაფოლდინგი) მათთვის არის საშუალება, სწორად გადაჭრან პრობლემა, ხოლო როდესაც
საკუთარ თავთან მარტოები რჩებიან მათ აკლიათ დამაჯერებლობა და ასევე არ ჰყავთ ადამიანი,
რომელიც დაეხმარებათ შედეგის მიღწევაში. ეს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა ჩემთვის.
5.2. ძირითადი მიგნებები მოსწავლეების მიერ საშინაო დავალებების შესრულებისას დაბალი შედეგები გამოწვეულია
რამდენიმე ფაქტორით:
➢ მოსწავლეებში დაბალია ინდივიდუალური და მეტაკოგნიტიური მუშაობის უნარები;
➢ საჭიროა საშინაო დავალებებში შეფასდეს რაც შეიძლება მეტი უნარი, რისთვისაც უნდა
დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებები;
➢ საკლასო-საშინაო დავალებებისა და შემაჯამებელი დავალებების შეფასების
კრიტერიუმები უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს;
32
➢ ზუსტად უნდა დადგინდეს საშინაო დავალების შესრულების ხარისხი. უნდა შემოწმდეს
ყველა საშინაო დავალების ყველა საკითხი და დადგინდეს, თუ რა გაუჭირდა მოსწავლეს
და ვიმუშაოთ მასთან ინდივიდუალურად;
5.3. ინტერვენციები
გაანალიზებული მასალისა და მონაცემების შედეგად დაიგეგმა ინტერვენციები,
რომლებიც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ საშინაო სამუშაოების შესრულების
ხარისხის ამაღლებას.
ინტერვენცია N1: კოლეგებთან თანამშრომლობა ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით
საშინაო დავალებების შეფასებით კომპონენტზე
ჩავთვალე რომ აუცილებელი იყო პირველ რიგში გადამეხედა და კოლეგებთან ერთად
დამემუშავებინა საკლასო-საშინაო დავალებისა და შემაჯამებელი დავალებების შეფასების
კრიტერიუმები. კოლეგებთან აზრთა გაზიარებისა და საქმიანი კამათის შემდეგ
შევთანხმდით რომ შემაჯამებელი დავალებების კრიტერიუმიდან პირველ ეტაპზე
ამოვიღოთ ცნებებისა და დებულებების გამოყენება და ეს კომპონენტი თანდათან დროის
მერე ჩავსვათ. ასე თანდათან დავუახლოვეთ საკლასო-საშინაო დავალებებისა და
შემაჯამებელი დავალებების შეფასების კრიტერიუმები ერთმანეთს.
ინტერვენცია N2: მონიტორინგი და განმავითარებელი შეფასება
დარჩენილ დროში შევამოწმე ყველა წერითი საშინაო დავალება ძალიან დიდი
სიზუსტით და მივაწერე განმავითარებელი უკუკავშირი. უკუკავშირში ყოველთვის
აღვნიშნავდი მოსწავლის ძლიერ მხარეებს და ვუთითებდი დავალების შესრულების
ხარვეზებს. კერძოდ გამოიკვეთა რომ მოსწავლეები ყურადღებით არ კითხულობდნენ
პირობას, არ ასრულებდნენ წერით სამუშაოს სრულად დროის უმიზნო დანაკარგის გარეშე,
რომლის აღმოფხვრაც დავიწყე სწორედ განმავითარებელი კომენტარებით, ვთავაზობდი
ხარვეზის აღმოსაფხვრელ კონკრეტულ გზებს;
33
ქართული: ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე-ქართული ენა და ლიტერატურა-V კლასი.
თემა: ი. გოგებაშვილი- ,,იავნანამ რა ჰქმნა“ წერითი საშინაო დავალება - დაწერეთ
თხზულება სათაურით ,,ქეთოს თავგადასავალი“ ( გეგმის სახით გამოიყენეთ მოთხრობის
თავების სათაურები და თანმიმდევრობა), გვ. 245, დავალება N17.
წერითი დავალების მიზანია მოსწავლეს განუვითარდეს დამოუკიდებლად
ტექსტზე მუშაობის, ლოგიკური აზროვნების, პერსონაჟის დახასიათების, ავტორის
ჩანაფიქრის ამოცნობის, საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით მცირე ზომის თხზულების
წერის უნარები.
მათემატიკა: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე - მათემატიკა- IV კლასი, პარაგრაფი 10, თემა-
სვეტოვანი დიაგრამა. საშინაო დავალება გვ. 163, N 1 - დაასრულეთ ცხრილის შედგენა.
N2 დაამრგვალე რიცხვები და შეადგინეთ შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა. N3 -
გადაიტანეთ რვეულებში და დაასრულეთ სვეტოვანი დიაგრამის აგება ორი სვეტის
მითითებით.
წერითი დავალების მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემთა წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით, ცხრილების საშუალებით, სვეტოვანი დიაგრამის სწორად აგება, წაკითხვა და გამოყენება, დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
ინტერვენცია N3: დამოუკიდებელი სამუშაოები პროგრესის მონიტორინგისთვის
დავგეგმე დარჩენილ დროში თემების შეჯამებამდე საკითხების სწავლებისას მცირე
დამოუკიდებელი მუშაობები, რომელიც ორიენტირებული იყო თვით დაგეგმარებაზე და
გავაანალიზე შედეგები.
ქართული: გაკვეთილის თემა ,,დათუნა გოცირიძე“( ქართული ენა და ლიტერატურა V
კლასი, ავტორი ნ. გორდელაძე, გვ. 165-168).
დამოუკიდებელი სამუშაო ( მოსწავლეები ასრულებენ ინდივიდუალურად) - იპოვონ
ტექსტში და ამოწერონ უცხო სიტყვები, საკვანძო სიტყვები, მხატვრული
გამომსახველობითი საშუალებები.
მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ტექსტის სიღრმისეული წვდომისა და
მხატვრული ხერხების ამოცნობის უნარების განვითარება.
34
მათემატიკა: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე - მათემატიკა- IV კლასი, პარაგრაფი 8, თემა-
მონაცემების შეგროვება და ორგანიზაცია. დამოუკიდებელი სამუშაო გვ. 150, N 5,6,7.
დამოუკიდებელი სამუშაოს მიზანი :
• მოსწავლეებმა შეძლონ სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობის ჩვევების შეძენა- განმტკიცება და გამოყენება.
• მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან კავშირით თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების გზების განხილვა და დაუფლება, მათი გამოყენების ჩვევების დაუფლება .
• გამოუმუშავდებათ აქტიური მოსმენის ,გაგების, ანალიზის და შეფასების უნარ-ჩვევები.
ინტერვენცია N4: თვალსაჩინოების მეთოდი და თავისუფალი მენიუ
საშინაო დავალების თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა შეთავაზებული მენიუდან (
მონაცემთა ანალიზი, გამრავლების თვისებები, რიცხვების დამრგვალების წესები,
ინფორმაციის დახარისხება (წრიული და სვეტოვანი დიაგრამით), სქემა, ნახატი, ესე,
პროდუქტი, ფაზლი, კროსვორდი, ტესტი, სააზროვნო რებუსები.)
ინტერვენცია N5: წყვილში მუშაობა და თანატოლთა განათლება
მოსწავლეებს თავისუფალი არჩევანი მივეცით წყვილში საშინაო დავალების
შესრულებასთან დაკავშირებით; ცალკე იქნა გამოყოფილი მოსწავლის მიერ შესრულებული
დავალების თვითშეფასების პირობები: იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავის მიერ
შესრულებული დავალების სათანადოდ შეფასება, საჭიროა:
1. გამოყოს ის დავალებები:
ა) რომლებსაც ვერ ასრულებს (და უპასუხოს კითხვას: როგორ ფიქრობთ, რატომ?);
ბ) გამოყოს დავალებები, რომლებსაც ასრულებს დამატებითი ინფორმაციის წყაროების
გამოყენების გზით (რომელ ეტაპზე გახდა საჭირო დახმარება? შეძლებს თუ არა მეორედ ამავე
ტიპის დავალების დამოუკიდებლად შესრულებას?);
გ) რომელი დავალებები არ არის რთული?
35
2. “დაუმთავრებელი თეზისი” – შესთავაზეთ მოსწავლეს, დაასრულოს (ზეპირად ან
წერილობით) წინადადება: “ჩემთვის ყველაზე რთული იყო...”
3. შესთავაზეთ დავალება ამავე თემაზე;
4. “საშინაო დავალების ანალიზი” – აღწეროს შესრულებული დავალების არსი, სტრუქტურა
და ა. შ.
ინტერვენცია N6: ინტელექტუალური თამაშები -ვინ პირველი; რა, სად, როდის? მხიარული
ვიქტორინა
სკოლის ბაზაზე ჩატარდა ერთობლივად დაგეგმილი ინტელექტუალური თამაშები, რომლის
მიზანიც იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში შესრულებული საშინაო
დავალებების მიხედვით შეძენილი ცოდნა, უნარებისა და დამოკიდებულებების პრეზენტირება.
ინტერვენცია N7; ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი ქართული და მათემატიკა
(თავისუფალი გაკვეთილები)
დაიგეგმა და განხორციელდა და მშობლების ჩართულობით ინტეგრირებული მოსწავლეებისა
გასვლითი გაკვეთილი რომლის მიზანიც იყო ქართულისა და მათემატიკის ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით შეძენილი ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში (ახლო და შორი
ტრანსფერი);
თავი VI. ინტერვენციების შეფასება
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები
მეთოდი-დაკვირვება
დაგეგმილი ინტერვენციები ჩემი აზრით ხელს უწყობდა საშინაო დავალებების
შესრულების ხარისხის ამაღლებას. ასევე მოსწავლეებში უნდა განვითარებულიყო
დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები. რაც შეეხება საშინაო დავალების შეფასებას აქ ცოტა
36
ბუნდოვანი იყო შეფასების კრიტერიუმები და მის დაკონკრეტებას უნდა გამოეწვია ადექვატური
შეფასებების მიღება. ასევე უნდა დამენახა მოსწავლეების შესაძლებლობები და ზუსტად
დამედგინა მათი საჭიროებები საკითხების შესწავლისთანავე. ანუ მანამ, ვიდრე თემის
შეფასებამდე მივიდოდა საქმე და შემაჯამებელი დავალებები დაიგეგმებოდა. საკლასო
სამუშაოებისას განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება პრობლემის გადაჭრის ხერხებზე,
მომცემდა საშუალებას შემეფასებინა მოსწავლეებში კვლევა ძიებისა და ანალიზის უნარები.
მოსწავლეებს უნდა შეძლებოდათ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან რელევანტურის
შერჩევა და დაესაბუთებინათ თავიანთი არჩევანის უპირატესობა. მნიშვნელოვანი იყო დამენახა
როგორ იყენებდნენ ტერმინებსა და ცნებებს მსჯელობისას და ასევე დამენახა მოსწავლეთა
შედეგების დინამიკა. ამ ყველაფრის გაგებასა და გაანალიზებას კი სჭირდებოდა მეთოდები და
ინსტრუმენტები, რითაც დავინახავდი შედეგებს. შედეგების ანალიზისას გამომადგებოდა
ინტერვენციების განხორციელების პროცესში მოსწავლეების მიერ მიღებული ქულების
გაანალიზებაც.
ინტერვენციების შესაფასებლად გამოვიყენე იგივე მეთოდები, რომლებიც გამოყენებული
იყო კვლევის დასაწყისში.
როგორც აღმოჩნდა, საშინაო დავალებების დაწვრილებითი შეფასება, თანდათანობითი
გართულების წესი და შემდეგ გაკეთებული განმავითარებელი კომენტარები მათ საშუალებას
აძლევდათ კონკრეტულ თემებსა და საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება. ეს კი ყველა
მომდევნო დღეს დადებითად ისახებოდა მათი სწავლის ხარისხზე. ამ დასკვნის გაკეთებას
იძლევა მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გამოთქმული მოსაზრებები და ქულების აშკარა
მატებაც. ამ აქტივობის შედეგად მივიღე ის, რაც საერთოდ არ იყო დაგეგმილი კვლევის
დასაწყისში. გაიზარდა მშობელთა დაინტერესება. გახშირდა მათი ვიზიტები სკოლაში და ისინი
მუდმივად აკვირდებოდნენ თავიანთი შვილების შედეგებს. საჭიროების შემთხვევაში იღებდნენ
კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ მათ შვილებს კონკრეტული საკითხების
შესწავლისას.
წყვილში საშინაო დავალებების შესრულებამ მათ განუვითარა თანამშრომლობითი უნარები და
მეტი სიხალისე შესძინა სამუშაოს.
37
6.2. ინტერვენციების შეფასება
❖ სხვადასხვა კომპონენტის შეფასების კრიტერიუმების ერთმანეთთან დაახლოებამ
მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეებში საგნის ერთიანობის განცდა და ხელი შეუწყო
ინფორმაციის ორგანიზებულობას. ამან კი საბოლოოდ გაზარდა მათი საშინაო
დავალებების შესრულების ხარისხი და თავისთავად საგნის ცოდნა.
❖ საშინაო დავალებების შეფასებისას განსაკუთრებულმა სიზუსტემ და ქულებისა და
განმავითარებელი კომენტარების გაცემამ შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, პირველ
პერიოდში დაწია მოსწავლეთა შედეგები, რეალურად საშინაო დავალების შესრულების
ხარისხმა კი არ იკლო, უბრალოდ მისმა კრიტერიუმებით შეფასებამ გამოიწვია დაბალი
ქულები, მაგრამ 2 კვირის შემდეგ შედეგები საგრძნობლად გაიზარდა.
❖ დამოუკიდებელმა სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეებში რელევანტური
თვითშეფასების უნარი, ასევე მოემატათ გამბედაობა და სიმამაცე.
❖ დავალებების არჩევანის შესაძლებლობამ მოსწავლეებს გაუზარდა მოტივაცია და
ხალისით ასრულებდნენ დავალებებს რასაც ადასტურებს მეორადი მონაცემების ანალიზი
შეფასების კომპონენტი საშინაო დავალებების.
ქართული ენა და ლიტერატურა
38
მათემატიკა
საშინაო დავალება I სემესტრი
არ ასრულებდა
ასრულებდა საშუალოზე დაბალი შედეგებით
ასრულებდა საშუალო შედეგებით 35%
ასრულებდა საშუალოზე მაღალი შედეგებით
ასრულებდა მაღალი შეფასებით
7%
42%
6%
საშინაო დავალება II სემესტრი
არ ასრულებდა
ასრულებდა საშუაოზე დაბალი შედეგებით
საშუალო
საშუალოზე მაღალი
მაღალი
13%
20%
1%
32%
8%
36%
39
საშინაო დავალება II სემესტრიარ ასრულებდა
საშუალოზე დაბალი
საშუალო
საშუალოზე მაღალი
მაღალი
საშინაო დავალება I სემესტრიარ ასრულებდა
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე მაღალი
მაღალი
41%
6%
40%
15%
10%
2%
9%
9%
38%
30%
40
თავი VIII. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
7.1. რეკომენდაცია
საშინაო დავალების დადებითი შედეგი მაშინ გახდება თვალსაჩინო, თუ მოსწავლე ახალი
გაკვეთილისადმი უფრო მეტი ინტერესითა და ყურადღებით იქნება განწყობილი. ამისთვის
რამდენიმე მომენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული:
* გაკვეთილისა და საშინაო დავალების პროცესის სწორად აგება;
* საშინაო დავალების მიღწევადობა და დოზირება;
* საშინაო დავალების დიფერენციაცია;
* საშინაო დავალების შინაარსში ევრისტიკის ჩართვა;
* დავალების მიცემის დრო (იგი ისე უნდა შეირჩეს: გაკვეთილის დასაწყისში, ბოლოს ან შუაში, –
რომ ამან მოსწავლე მოამზადოს, განაწყოს ახალი მასალის მისაღებად, რის შედეგადაც
დავალების შესასრულებლად გაწეული მოსაწყენი და მძიმე შრომა შეიძლება სასიამოვნო და
სასარგებლო საქმიანობად იქცეს);
* დავალებამ საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეს, რამდენიმე გაკვეთილი ერთ სისტემაში
მოაქციოს, ერთმანეთთან ჰარმონიულად დააკავშიროს;
* დავალების შესრულება ანუ ცოდნის შეძენა პიროვნული ხასიათის პროცესად უნდა იქცეს. ამით
მოსწავლეს შეეძლება, ცოდნა გადააქციოს შემეცნების ინსტრუმენტად, რაც უაღრესად დადებით
გავლენას მოახდენს.
* გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოზარდის უნარები და ინტერესები, მისი ინდივიდუალური
შესაძლებლობებიც;
* შესრულებული სამუშაო მითითებულ დროში და სათანადოდ უნდა შეფასდეს (დაუშვებელია
მიცემული დავალების ეპიზოდურად, დროის დაუცველად გასწორება. ეს ისეთივე
არაორგანიზებულს ხდის სასწავლო პროცესს, როგორსაც საშინაო დავალების მიუცემლობა);
* უნდა ვეცადოთ, საშინაო დავალებები იყოს მრავალფეროვანი, რითაც ხელს შევუწყობთ
მოსწავლეებში სხვადასხვა პიროვნული თვისების ჩამოყალიბებას;
41
* სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაკვეთილზე
შევძლებთ მის შემოწმებასა და შეფასებას, ამიტომ გაკვეთილის დაგეგმვისას არ უნდა
დავივიწყოთ საშინაო დავალების დაგეგმვა და ამისთვის დროის გამოყოფა;
* არ არის აუცილებელი, საშინაო დავალება ყველა მოსწავლისთვის ცალ-ცალკე შევადგინოთ;
* გაკვეთილზე აუცილებლად უნდა მოვახერხოთ მოსწავლეთა უნარების შემოწმება, რათა
დავრწმუნდეთ, რომ იგი სახლში შეძლებს მიცემული დავალების შესრულებას;
* დავალებად მივცეთ მხოლოდ ისეთი სამუშაო, რომლის შესრულების მეთოდებსაც უკვე
ფლობენ და “გამომგონებლობა” არ დასჭირდებათ;
* დიფერენცირებული დავალება მივცეთ მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობის უნარების
განსამტკიცებლად;
* მოსწავლეებს არ უნდა გაუჩნდეთ ეჭვი იმის თაობაზე, რომ დავალების შესრულება საჭიროა,
შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი აუცილებლად მიეცეთ ვადა, რომლის შემდეგაც მას
ხელახლა მოვთხოვთ ამ დავალებას.
• უნდა დაუახლოვდეს საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების შეფასების
კრიტერიუმები ერთმანეთს
• საშინაო დავალებები ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის, რათა მოხერხდეს მოსწავლეთა
სხვადასხვა უნარების შემოწმება
• საკითხების შეჯამებისას ხშირად ჩატარდეს ინდივიდუალური მუშაობა
დამოუკიდებლად, რათა მოხერხდეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარება
• ყოველთვის გაიცეს საშინაო დავალებების უკუკავშირი
• მიეცეთ საშუალება თავად აირჩიონ საშინაო დავალების სასურველი ტიპი
7.2. კვლევის ნაკლოვანებები
ჩატარებული კვლევა მოიცავდა საშინაო დავალებების დაბალი ხარისხის მიზეზის დადგენას,
ანალიზსა და გამოსწორების გზებს. ვთვლი, რომ კვლევამ ძირითადად მიზანს მიაღწია.
ინტერვენციების შეფასებამ დაგვანახა, რომ ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდა სამივე
42
კომპონენტის შეფასებები (ქულები) ანუ შესრულების ხარისხიც მეტად დაახლოვდა. თუმცა
უმჯობესი იქნებოდა
• კვლევის კიდევ უფრო მეტი მეთოდის გამოყენება. მაგალითად საინტერესო იქნებოდა
თითონ მოსწავლეების აზრის გაგება კვლევაში დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით.
• ინტერვენციების შემდეგ მშობელთა ხელმეორედ გამოკითხვა და მეტი ჩართულობა, მათი
აზრის გაგება განხორციელებულ ცვლილებებზე.
თავი VIII. დასკვნა
სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საშინაო
დავალებების შესრულებისას მოსწავლეთა დაბალი შედეგების მიზეზების დადგენა, ანალიზი
და მისი გაუმჯობესება. როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო დაბალი იყო მოსწავლეებში
დამოუკიდებელი მუშაობის უნარები, არ იყო შესაბამისობაში საკლასო, საშინაო და
შემაჯამებელი დავალებების შეფასების კრიტერიუმები, რაც იწვევდა საკლასო-საშინაო
დავალებებში მაღალ ქულებს (შედეგების არა რელევანტური შეფასების გამო) შემაჯამებელთან
შედარებით და არ გამოიყენებოდა საშინაო დავალებების სხვადასხვა ტიპები, მოსწავლეთა
მრავალმხრივი უნარების შესამოწმებლად. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად
ერთმანეთს დაუახლოვდა სამივე კომპონენტის შეფასების კრიტერიუმი; კვლევის დადებით
შედეგებზე დიდი გავლენა იქონია კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე მიღებულმა ცოდნამ და
გამოცდილების გაზიარებამ. საკითხების შესწავლისას დაიგეგმა დამოუკიდებელი სამუშაოები,
რამაც ხელი შეუწყო კონკრეტული პრობლემების გამოვლენას საკითხის სწავლებისას, ვიდრე
თემის შეჯამება მოხდებოდა და იქვე იგეგმებოდა მისი აღმოფხვრის გზები და დაიგეგმა და
ჩატარდა სხვადასხვა ტიპის საშინაო სამუშაოები, რამაც შესაძლებელი გახადა მოსწავლეთა
მრავალმხრივი უნარების შეფასება. საბოლოო ჯამში ინტერვენციების შეფასებამ დამანახა, რომ
აშკარად დაუახლოვდა ერთმანეთს სამივე კომპონენტის შეფასებები, მათი შესრულების
ხარისხის შესაბამისად და აშკარად აიწია საშინაო დავალებების ხარისხმაც. მომავალში
43
აუცილებელია კვლევის შედეგების განზოგადება და მომდევნო კლასებშიც კვლევის შედეგად
შექმნილი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ბიბლიოგრაფია 1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წწ, საგნობრივი სტანდარტი
2. ელ. ჟურნალი „მასწავლებელი“, http://mastsavlebeli.ge
3. განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
[მპგც], 2008 წ.
4. ჟურნალი“ მასწავლებელი“ „რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება“. 19
მარტი. 2014. ნინო ლაბარტყავა.
6. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011-2016 წ.წ, შესავალი, მუხლი18.
7. მასწავლებლის წიგნი თამთა კობახიძე გიორგი ნოზაძე მაია ინასარიძე მანანა ბოჭორიშვილი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016
8. ავთანდილ ბენდუქიძე ,,სახალისო მათემატიკა“;
9. მ. დეისაძე, ნ. გოშხეთელიანი ,,დაწყებითი კლასების დამატებითი სავარჯიშოებისა და
ტესტების კრებული“.
10. ირინა რუხაძე მეორე კლასის სახელმძღვანელო;
11. ბელა სარია ,, დაწყებით კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის კლასგარეშე
ლიტერატურა“;
12. ქ.გოგიტაშვილი ,,სავარჯიშოების რვეული ქართულ მართლწერაში“
13. თ,ჯაყელი; ი,სამსონია ,,გზამკვლევი მასწავლებლებისთვის პირველი მეექვსე კლასი“
44
კვლევის რეფლექსია
2018 წლის 12 ივნისს შედგა სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შეხვედრა, მეორე
სემესტრის განმავლობაში ჩემ მიერ ჩატარებული საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
გაზიარების მიზნით თემა: ,,მოსწავლეებში დაწყებით საფეხურზე საშინაო დავალებით
გამოწვეული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები „
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. კვლევის გაზიარება
ჩატარდა საკლასო ოთახში. კვლევის ყველა პუნქტი: მიზანი, მიგნებები, ძირითადი კითხვები,
მეთოდები, ინტერვენციები, ინტერვენციების შეფასება დასკვნა და გამოკითხვების შედეგები
წარმოვადგინეთ თვალნათლივ. მიმდინარეობისას მსმენელებს საშუალება ჰქონდათ თანვე
დაესვათ კითხვები და დაეზუსტებინათ საკითხები. ასევე იქვე მთავაზობდნენ გზებს, თუ რის
გაკეთება იქნებოდა უკეთესი სურათის კიდევ უფრო სრულყოფისათვის. კვლევა საინტერესო
გამოდგა სხვა საგნების მასწავლებლებისათვისაც, რადგან საკითხი აქტუალურია ყველა საგანში.
საბოლოოდ უკუკავშირმა რამდენიმე საინტერესო მიგნება დამანახა. მოსაზრებების
გამოთქმა დისკუსიაში გადაიზარდა და ჩემთვის, როგორც აღნიშნული კვლევის
განმახორციელებლისთვის საინტერესო იქნება მომავალში კოლეგების მოსაზრებების
გათვალისწინება.
ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლების
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ლენა კაპატაძე
მათემატიკის მასწავლებელი: ლელა ტყეშელაშვილი
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პრაქტიკული კვლევის ანგარიში
45
დანართები:
დანართი 1 – კითხვარი მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო:
o მდედრობითი o მამრობითი
2. რომელი კლასის მოსწავლის მშობელი ხართ?
o III o IV o V
3. საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?
o დიახ o არა
4. ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?
o დიახ o არა
46
დანართი 2 ანკეტა მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილება ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის რეჟიმის სწორ განაწილებაზე?
ა) ოჯახი ბ) დედა გ) ბავშვი
2. რატომ უწევთ ბავშვებს გვიან დაძინება?
ა) ბევრი დავალების გამო ბ) დროის არასწორი განაწილების გამო გ) ტელეგადაცემების გამო
3. თქვენი შვილი საშინაო დავალებებს...
ა) ვერ სწავლობს თქვენი დახმარების გარეშე ბ) ასრულებს სრულიად დამოუკიდებლად გ) სჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. თქვენ გიწევთ დავალებების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ...
ა) მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოებზე ბ) ბავშვის უყურადღებობის მიზეზით გ) დავალება რთულია და არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებს დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მიწევს
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ბავშვის დავალებებში?
ა) გადადოს ყველა საქმე, მიუჯდეს შვილს და თვალყური ადევნოს დავალებისმომზადებას
ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას ასწავლის შვილს გ) დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ენდოს, მაგრამ პერიოდულადაკონტრ ოლოს
6. რა სახის დავალებების შესრულება უხარიათ ბავშვებს ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების; ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა) გ) ბუკში ჩატვირთული დავალებების
7. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს დავალებები?“
47
დანართი 3 ანკეტა მოსწავლეებისთვის
მოგესალმებით! ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლისათვის. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობაძა ლიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა) ოჯახი ბ) დედა გ) მე
2. გვიან ვიძინებ... ა) ბევრი დავალების გამო ბ) დროის არასწორი განაწილების გამო გ) ტელეგადაცემების გამო
3.საშინაო დავალებებს... ა) ვერ ვასრულებ მშობლების დახმარების გარეშე ბ) ვასრულებ სრულიად დამოუკიდებლად გ) მჭირდება მცირეოდენი მითითებები
4. მშობლები დავალებებს ახლიდან მიხსნიან იმიტომ, რომ... ა) მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს მსგავს სავარჯიშოებზე ბ) ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ გ) დავალება რთულია და მიჭირს გააზრება დ) დავალების ახლიდან ახსნა არ მჭირდება
5. რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი ჩემს დავალებებში? ა) გადადოს ყველა საქმე, მომიჯდეს და თვალყური ადევნოს ჩემი დავალების მომზადებას ბ) რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს გ) უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
6. რა სახის დავალებების შესრულება მიხარია ყველაზე მეტად?
ა) წერითი დავალებების; ბ) ზეპირი(კითხვა, თხრობა) გ) ბუკში ჩატვირთული დავალებების
48
No comments:
Post a Comment